დამწყები ბიზნესისთვის სპეციალური დაფინანსების მექანიზმის ამოქმედება მიმდინარე წლის აპრილ-მაისში იგეგმება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა სასტუმრო "რედისონში" განაცხადა, სადაც ის საქართველოს ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებს ხვდება.
როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, საგადასახადო რეფორმების ბლოკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია დამწყები ბიზნესისთვის სპეციალური დაფინანსების მექანიზმების შექმნა.
"ჩვენ უკვე მზად გვაქვს ეს საკითხი და ალბათ სულ რამდენიმე კვირა დასჭირდება იმას, რომ ამ საკითხის გამოტანაც მოვახერხოთ იმისთვის, რომ უკვე ფაქტობრივად დაახლოებით აპრილ-მაისში ეს მექანიზმში ამოქმედდეს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.