უკრაინის უმაღლესი რადას შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, აქციის მონაწილეები მინისტრთა კაბინეტის გადადგომას ითხოვენ. მიტინგში 100-მდე ადამიანი მონაწილეობს.
აქციის ფონზე უმაღლეს რადაში უკრაინის პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი გამოდის, რომელიც დღეს 2015 წლის ანგარიშს წარადგენს და მთავრობის მუშაობას შეაფასებს.
უკრაინული მედია წერს, რომ პარალელურად პარლამენტში აგროვებენ ხელმოწერებს, მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხზე.