რუსეთი და ოპეკ-ის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ნავთობის მოპოვების მოცულობას არ გაზრდიან და შავ ოქროს იმ მოცულობით მოიპოვებენ, რა მოცულობაც 11 იანვრის დაფიქსირდა.
როგორც "ბლუმბერგი" იტყობინება, შესაბამის შეთანხმებას ყატარის დედაქალაქ დოჰაში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს, სადაც ერთმანეთს რუსეთის და ოპეკ-ის ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრები შეხვდნენ.
აღნიშნული გადაწყვეტილება ნავთობის ფასის შემცირების შეჩერებისკენ არის მიმართული.
როგორც "ბიბისი" წერს, დღეის მონაცემებით, "ბრენტის" მარკის ერთი ბარელი ნავთობის ღირებულება 35 აშშ დოლარს აღემატება. შავი ოქროს ფასის ზრდა სწორედ დოჰაში მიღებულმა გადაწყვეტილებამ განაპირობა.