პარლამენტში შევიდა აბსოლუტურად მანკიერი პროექტი, რომელიც ფაქტობრივად გაკულაკებას ითვალისწინებს

პარლამენტში შევიდა აბსოლუტურად მანკიერი პროექტი, რომელიც ფაქტობრივად გაკულაკებას ითვალისწინებს

"თავისუფალი დემოკრატების" წევრ ვიქტორ დოლიძის შეფასებით, მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული კანონპროექტი ფაქტობრივად მიწის ექსპოპრიაციას ითვალისწინებს.

როგორც ვიქტორ დოლიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, საჯარო რეესტრის შესახებ კანონში ცვლილებების თაობაზე ინიცირებული პროექტი, რომელიც მიწის რეგისტრაციას ეხება, არის მანკიერი პროექტი. დოლიძე მთავრობას მოუწოდებს დაფიქრდეს, სანამ ამ რეფორმას განახორციელებს.

"პარლამენტში შემოვიდა აბსოლუტურად მანკიერი პროექტი, რომელიც ფაქტობრივად გაკულაკებას ითვალისწინებს. მთავრობას სურს, რომ დაუკანონებელი მიწები სახელმწიფოს გადასცეს და საერთოდ არ ფიქრობს იმ ადამიანებზე, რომლებიც მამაპაპისეული დროიდან მოყოლებული ფლობენ ამ მიწებს. ეს არის კაბალური, არასწორი გადაწყვეტილება და ჩვენ ამის მაქსიმალური პრევენცია უნდა გავაკეთოთ", - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

"თავისუფალი დემოკრატების" წევრი მიიჩნევს, რომ მიწის რეფორმა კომპლექსურად უნდა განხორციელდეს.