"თაბუკაშვილი 88"-ის წევრები ამხანაგობის თავმჯდომარის ზურაბ თაბუკაშვილის დაკავებას მოითხოვენ

ამხანაგობა "თაბუკაშვილი 88"-ის წევრებმა საქართველოს მთავარ პროკურატურასთან საპროტესტო აქცია გამართეს და ამხანაგობის თავმჯდომარის, ზურაბ თაბუკაშვილის დაკავება მოითხოვეს.

როგორც საპროტესტო აქციის ორგანიზატორებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, ამხანაგობის 110 წევრს უნდა მიეღო საცხოვრებელი ბინები, რომელიც მათ არ მიუღიათ, ხოლო ეს ბინები ამხანაგობის თავმჯდომარე ზურაბ თაბუკაშვილმა უკანონოდ გაასხვისა, რისი დამადასტურებელი დოკუმენტაციაც მათ გააჩნიათ.

"თაბუკაშვილი 88"-ის წევრებმა მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძესთან შეხვედრა მოითხოვეს და მათი პრობლემით დაინტერესებისკენ მოუწოდეს.