პრემიერ-მინისტრისა და ინტერპარტიული ჯგუფის მორიგი შეხვედრა მიმდინარე კვირის ბოლოს გაიმართება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ახალი მემარჯვენეების" ლიდერმა მამუკა კაციტაძემ ინტერპარტიული ჯგუფის შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა, სადაც ორ საკითხს განიხილავენ, ეს არის ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა და ასევე პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრა.
"ჩვენ კვირის ბოლოს გვექნება დათქმული შეხვედრა "ქართული ოცნების" ახალ ლიდერ გიორგი კვირიკაშვილთან, ფორმატის შექმნასთან და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. დღეს ვისაუბრებთ, დღის წესრიგი, რეგლამენტი როგორი გვექნება და ა.შ. უკვე საკომიტეტო მოსმენა გვქონდა ჩვენს მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების და ამ პროექტთან დაკავშირებითაც ვიმსჯელებთ დღევანდელ დღეს", - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.