ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე კობა გვენეტაძის კანდიდატურა პარლამენტს ოფიციალურად წარედგინა. მას დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში მოუსმენენ.
გვენეტაძის მოსმენის საკითხზე წამყვან კომიტეტად საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, ხოლო სავალდებულო დასკვნისთვის - დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი განისაზღვრა.
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოში უფლებამოსულების ვადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გიორგი ქადაგიძეს 26 თებერვალს ეწურება. შესაბამისად, პარლამენტის თანმხობის შემთხვევაში, ეროვნული ბანკის საბჭოში გიორგი ქადაგიძეს კობა გვენეტაძე შეცვლის.