ავსტრიის ხელისუფლებამ გადაწყვიტა საქართველო ე.წ.უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანოს, რაც ნიშნავს, რომ ავსტრიაში ჩასულ საქართველოს მოქალაქეებს თავშესაფარზე უარს ეტყვიან.
როგორც სააგენტო "ასოშიეითიდ პრესი" წერს, ოფიციალური განცხადება ამის შესახებ ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
ამ გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს მოქალაქეების განაცხადები თავშესაფრის მიღების შესახებ განხილული იქნება მაქსიმუმ 10 დღეში, მაშინ როცა სირიის მოქალაქეებისთვის ეს პროცესი დაახლოებით ერთ თვეს გრძელდება.
ავსტრიის მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს გარდა უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანილია ალჟირი, განა, მაროკო, მონღოლეთი და ტუნისი.