ჭიდაობის ფედერაცია დოპინგის გამოყენებაში დადანაშაულებულ მოჭიდავეებთან შეხვედრას გამართავს

ჭიდაობის ფედერაცია დოპინგის გამოყენებაში დადანაშაულებულ მოჭიდავეებთან შეხვედრას გამართავს

ჭიდაობის ფედერაციაში ქართველი მოჭიდავეების მხრიდან აკრძალული პრეპარატის შესაძლო მიღების საკითხზე შეხვედრა გაიმართება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ფედერაციის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხეილ ჯორბენაძემ განუცხადა, ამ დროისთვის უცნობია, რომელ საათზე დაიწყება შეხვედრა, ვინაიდან მოჭიდავეები სააქართველოში გამთენიისას დაბრუნდნენ.

ამასთან, როგორც ჯორბენაძემ აღნიშნა, ერთ-ერთი სპორტსმენი აღიარებს, რომ მან დოპინგი მიიღო და დაზუსტებული პასუხის შემდეგ, მის მიმართ დისკვალიფიკაცია ამოქმედდება.

მისივე თქმით, ის სპორტსმენები, რომლებსაც ბრალი აკრძალული პრეპარატის გამოყენებაში ედებათ, ნაკრების წევრები არიან.

"უკვე ცნობილია 28 დოპინგტესტის შედეგი, 4 პასუხი კი საქართველოში ჯერ არ ჩამოსულა", - განაცხადა ჯორბენაძემ, თუმცა კონფიდენციალურობის დაცვის მიზნით მოჭიდავეების ვინაობა არ დაუსახელებია.