აფხაზეთში დისლოცირებულმა რუსმა სამხედროებმა სწავლება ჩაატარეს

აფხაზეთში დისლოცირებულმა რუსმა სამხედროებმა სწავლება ჩაატარეს

ოკუპირებულ აფხაზეთში დისლოცირებულმა რუსმა სამხედროებმა სწავლება ჩაატარეს. როგორც სააგენტო "რია ნოვოსტი" რუსეთის სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეულის, სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურზე დაყრდნობით იტყობინება, სწავლებაში ოლქის სადაზვერვო ქვედანაყოფების სამხედროებმა მიიღეს მონაწილეობა.

სწავლების ფარგლებში, სამხედროებმა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე პირობითი ტერორისტები აღმოაჩინეს და მათი ლიკვიდირება მოახდინეს.

სწავლება ცაბალის სამხედრო პოლიგონზე ჩატარდა.