ბრიუსელში მონტენეგროს ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ნატო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, მხარეები იმსჯელებენ წევრობის დეტალებზე, მათ შორის პოლიტიკურ, სამხედრო და იურიდიულ საკითხებზე.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ შემდეგ ეტაპზე ნატო-ს წევრი ქვეყნები ხელს მოაწერენ მონტენეგროს გაწევრიანების შესახებ პროტოკოლს, დოკუმენტის რატიფიცირების შემდეგ კი, მონტენეგრო ალიანსის რიგით 29-ე წევრი გახდება.
ნატო-მ მონტენეგრო ალიანსში ოფიციალურად გასული წლის 23 დეკემბერს მიიწვია. მაშინ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ამ ნაბიჯს ისტორიული უწოდა და აღნიშნა, რომ ნატო კვლავ განაგრძობს ღია კარის პოლიტიკას.