ქართულ ბაზარზე სამი ირანული ავიაკომპანია შემოდის

ქართულ ბაზარზე სამი ირანული ავიაკომპანია შემოდის

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია "ტავ ჯორჯია" სამ უმსხვილეს ირანულ ავიაკომპანიასთან - „Mahan Air”, „ATA Airlines” და „Qeshm Airlines”-თან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ტავ ჯორჯიადან" აცნობეს.

კომპანიის ინფორმაციით, ავიაკომპანია „ATA Airlines” ქართულ ავიაბაზარზე დაბრუნებას თებერვლის ბოლოდან გეგმავს, ხოლო „Mahan Air” და „Qeshm Airlines” თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან თეირანის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს სავარაუდოდ მარტიდან შეასრულებენ.

"ტავ ჯორჯია" “TAV Airports Holding”-ის შვილობილი კომპანიაა და მისი მოღვაწეობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო და მოქმედი კონტრაქტით 2027 წლამდე გაგრძელდება.