ბაშარ ალ-ასადი - მიუნხენში მიღწეული სამშვიდობო შეთანხმება ვერ განხორციელდება

ბაშარ ალ-ასადი - მიუნხენში მიღწეული სამშვიდობო შეთანხმება ვერ განხორციელდება

სირიის პრეზიდენტი, ბაშარ ალ-ასადი დარწმუნებულია, რომ მიუნხენში მიღწეული სამშვიდობო შეთანხმება, რომლის თანახმად სირიაში საბრძოლო მოქმედებები ერთ კვირაში უნდა შეწყდეს, ვერ განხორციელდება.

როგორც ასადმა, სახელმწიფო ტელევიზიით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს მხარეები არ დაიცავენ.

მისი თქმით, კვლავ ღია რჩება საკითხი, ვის დაეკისრება პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ტერორისტული დაჯგუფება შეთანხმებას დაარღვევს. 

რამდენიმე დღის წინ მიუნხენში გამართულ მოლაპარაკებებზე გადაწყდა, რომ ერთ კვირაში სირიაში საბრძოლო მოქმედებები უნდა შეწყდეს, ხოლო ალყაში მოქცეულ დასახლებულ პუნქტებს ჰუმანიტარული დახმარება უნდა მიეწოდოს.