დონალდ ტუსკი - ევროკავშირს დაშლის რეალური რისკი შეექმნება, თუ დიდი ბრიტანეთი წევრობაზე უარს იტყვის

დონალდ ტუსკი - ევროკავშირს დაშლის რეალური რისკი შეექმნება, თუ დიდი ბრიტანეთი წევრობაზე უარს იტყვის

ევროკავშირს დაშლის რეალური რისკი შეექმნება, თუ დიდი ბრიტანეთი წევრობაზე უარს იტყვის. როგორც "ბიბისი" იტყობინება, ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა განაცხადა.
მისი თქმით, დიდ ბრიტანეთთან მოლაპარაკებების პროცესში ახლა გადამწყვეტი მომენტ დადგა. 
დიდი ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენა-არდარჩენის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება იგეგმება. 
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი რეფერენდუმის ჩატარებას ოფიციალურად 22 თებერვალს დააანონსებს. რეფერენდუმი შესაძლოა, მიმდინარე წლის ივნისში ჩატარდეს.