თბილისში 40 წლამდე მამაკაცი მოკლეს

თბილისში 40 წლამდე მამაკაცი მოკლეს

თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე საკუთარ ეზოში 40 წლამდე მამაკაცი მოკლეს. ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. 
მკვლელობა, სავარაუდოდ, შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. გარდაცვლილს ჭრილობა დანით აქვს მიყენებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული პირი დაკავებულია და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 
დაკავებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.