გაეროს მონაცემებით, ჩრდილოეთ სირიაში საავადმყოფოებსა და სკოლაზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად, 50 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
გაეროს გენერალური მდივნის ოფიციალური წარმომადგენლის, ფარხან ჰაკის განცხადებით, გენერალური მდივანი სირიაში მომხდარი ფაქტით უკიდურესად შეშფოთებულია.
ჰაკის ინფორმაციით, სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სულ მცირე 50 ადამიანს შეადგენს, რომელთა შორის ბავშვებიც არიან.
დღესვე აღნიშნულ სარაკეტო დარტყმებში თურქეთის პრემიერმინისტრმა რუსეთი დაადანაშაულა. მისი თქმით, რუსეთის რაკეტებმა, რომლებიც კასპიის ზღვიდან იყო გაშვებული, საავადმყოფო და სკოლა დაანგრია, რამაც მშვიდობიანი მოსახლეობა იმსხვერპლა.