აუცილებელია შეიქმნას მექანიზმი, რათა ყოფილი პოლიტპატიმრებისთვის სამართლიანი სასამართლოს უფლება გარანტირებული იყოს

აუცილებელია შეიქმნას მექანიზმი, რათა ყოფილი პოლიტპატიმრებისთვის სამართლიანი სასამართლოს უფლება გარანტირებული იყოს

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი მიიჩნევს, რომ აუცილებელია შეიქმნას ერთგვარი მექანიზმი, რათა პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირებისთვის სამართლიანი სასამართლოს უფლება გარანტირებული იყოს.

კახა კოჟორიძე პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომას ესწრება, სადაც კომიტეტის თავმჯდომარე და კომიტეტის წევრები 2012 წლის 28 დეკემბერს "ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე "პოლიტიკური პატიმრის" სტატუსით გათავისუფლებულ პირებს ხვდებიან.

"საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია, რომელიც მან გააჟღერა საპარლამენტო გამოსვლის დროს, არის ის, რომ აუცილებლად უნდა შეიქმნას მექანიზმი, რომელიც პოლიტპატიმარს მისცემს საშუალებას, ისარგებლოს სამართლიანი სასამართლოს უფლებით.

რამდენიმე წლის წინ, როდესაც პარლამენტმა განაცხადა, რომ ქვეყანას, სახელმწიფოს ჰყავდა პოლიტპატიმრები, ასევე ითქვა, რომ ამ ადამიანებმა ვერ ისარგებლეს სამართლიანი სასამართლოს უფლებით. შესაბამისად, ასეთი მექანიზმის შექმნა არის სახელმწიფოს ვალდებულება, რომელიც იმედია დაგვიანებით, მაგრამ მაინც შესრულდება", - აღნიშნა კახა კოჟორიძემ.