გიორგი კვირიკაშვილი

გიორგი კვირიკაშვილი "ავღანეთის ვეტერანთა საქართველოს კავშირის" წევრებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი "ავღანეთის ვეტერანთა საქართველოს კავშირის" წევრებს შეხვდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრაზე კავშირის თავმჯდომარემ ნუგზარ კახნიაურმა და კავშირის ვეტერანებმა მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს და მთავრობასთან აქტიური კომუნიკაციის გაგრძელების იმედი გამოთქვეს.

აღინიშნა, რომ დღეს 27 წელი გავიდა 1989 წლის 15 თებერვლიდან, თარიღიდან, როდესაც, ათწლიანი ინტერვენციის შემდეგ, საბჭოთა ჯარის ნაწილებმა ავღანეთი დატოვეს. ე.წ ინტერნაციონალური მისის შესრულებისას 14 ათასამდე საბჭოთა ჯარისკაცი დაიღუპა.