გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით თბილისში დღეს, 15 თებერვალს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +21.0°C დაფიქსირდა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ისტორიულ მონაცემებზე დაყრდნობით,15 თებერვალს თბილისში ყველაზე მაღალი ტემპერატურა 1962 წელს +21.2°C დაფიქსირდა, აღსანიშნავია, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს არქივში კლიმატზე დაკვირვების პირველი მონაცემები 1881 წლით თარიღდება.