ტელეკომპანია "მაესტროს" ერთ-ერთი მფლობელი გია გაჩეჩილაძე საჯარო რეესტრიდან იმ პირის გამოვლენას და გათავისუფლებას მოითხოვს, რომელმაც ლევან გაჩეჩილაძის ტელეკომპანიის დირექტორად დარეგისტრირების პროცესი შეაჩერა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" გაჩეჩილაძის ადვოკატმა, ირაკლი კორძახიამ განუცხადა, გია გაჩეჩილაძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული პიროვნების მიერ მიღებული გადაწყვეტილება ხელს უშლის ბიზნესის განვითარებას და მიმართულია "მაესტროს" გაკოტრების პროცესის ხელშეწყობისკენ.
"გია გაჩეჩილაძეს აინტერესებს გადაწყვეტილების მიმღები პირის ვინაობა და მიიჩნევს, რომ ეს ადამიანი უნდა წავიდეს რეესტრიდან, რადგან მან არა მხოლოდ "მაესტროს" მიმართ, არამედ ზოგადად ბიზნესაქტივობის ხელშემშლელი გადაწყვეტილება მიიღო", - განაცხადა ირაკლი კორძახიამ.
როგორც ცნობილია, საჯარო რეესტრმა "მაესტროს" დირექტორად ლევან გაჩეჩილაძის რეგისტრაცია შეაჩერა.