მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების მთავარი ექიმის, ზურა კახაბრიშვილის განცხადებით, სპორტსმენები აკრძალული პრეპარატის მიღებას უარყოფენ.
როგორც კახაბრიშვილმა ტელეკომპანია "იმედს" განუცხადა, ის პირადად ესაუბრა სპორტმენებს და ისინი პრეპარატის მიღებას არ ადასტურებენ.
ექიმის განმარტებით, ზოგადად "მილდრონატი" აკრძალული პრეპარატების სიას ერთი წლის წინ დაემატა და "არაფერს ისეთს არ შვრება".
"თუ სპორტსმენებს მასიურად აქვთ მიღებული ერთი და იგივე პრეპარატი, მაშინ უკვე ჩვენც ძალიან ბევრი კითხვა გაგვიჩნდება, მაგრამ ზოგადად, ეს პრეპარატი იმდენად არასერიოზულია, რომ ერთწლიანი სასჯელია გათვალისწინებული მხოლოდ", - განაცხადა ექიმმა.
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ჭიდაობის ნაკრების 6 წევრი აკრძალული პრეპარატის, "მილდრონატის" გამოყენებაშია ბრალდებული.