ამერიკის ელჩი საქართველოში იან კელი სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ 2015 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო.
როგორც იან კელიმ ჟურნალისტებს განუცხადა, ანგარიშის პრეზენტაცია მნიშვნელოვანი ღონისძიებაა.
"საქართველო ძალიან დასაფასებელია მისი შემწყნარებლობის გამო, რომელსაც იჩენს სხვადასხვა რელიგიის მიმართ. პირველად, როდესაც საქართველოში ჩამოვედი, ვესტუმრე მეტეხის ეკლესიას და მიმდებარე ეზოს, საიდანაც იხსნება ულამაზესი ხედი. აქ ვხედავ მართლმადიდებლურ ტაძრებს, ვხედავ სინაგოგებს, ვხედავ მუსლიმურ მეჩეთებს - ეს არის საქართველო, ასეთი შეგრძნება გამიჩნდა", - განაცხადა ამერიკის ელჩმა.