დაღესტანში საგზაო-საპატრულო პოლიციის პოსტთან ავტომობილი აფეთქდა. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება. გავრცელებული ცნობით, აფეთქება დერბენტის რაიონში მოხდა. დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ "ბიბისის" ზუსტი ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.
მომხდარზე წერს რუსული მედიაც. მათი ინფორმაციით, დაღუპულია ორი ადამიანი, რამდენიმე კი დაშავდა, თუმცა, ოფიციალური უწყებები ინფორმაციას არ ადასტურებენ.
ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.
საგამოძიებო კომიტეტმა მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრა. ერთ-ერთი ვერსიით, ავტომობილის აფეთქება გაზის ავზმა გამოიწვია. თუმცა, არსებობს თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებული ტერაქტის ვერსიაც.