ბოსნია და ჰერცოგოვინამ ევროკავშირს გაწევრიანების შესახებ განცხადებით ოფიციალურად მიმართა. ამის შესახებ Independent-ის ცნობით, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირის 28 წევრი ქვეყანა ახლა ოფიციალური სარაევოს განცხადებას განიხილავს.
ამასთან, მოგერინის თქმით, სასიამოვნოა, რომ ევროკავშირის მეზობელ ქვეყნებს აქვთ ევროპულ ბლოკში შესვლის და თავიანთი საზოგადოების, ინსტიტუტების და ეკონომიკების განვითარების სურვილი.
აღსანიშნავია, რომ ბოსნია და ჰერცოგოვინა გაწევრიანების თხოვნით ევროკავშირში განაცხადის შეტანას იანვრის ბოლოსთვის აპირებდა.