აუცილებელია ყველა პოლიტიკური ძალისთვის ხელმისაწვდომი იყოს მედიასაშუალება და ყველა პოლიტიკური მოთამაშისთვის იყოს შექმნილი თანაბარი სათამაშო ველი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, იან კელიმ განუცხადა.
ამერიკელი დიპლომატი "მაესტროს" გარშემო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აშშ თვალს ადევნებს მიმდინარე პროცესებს.
"ჩვენ გვსურს, რომ საქართველომ მიაღწიოს წარმატებას როგორც დემოკრატიულმა საზოგადოებამ. ამისთვის აუცილებელია სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარებული არჩევნები. იმისთვის, რომ ჩატარდეს თავისუფალ და სამართლიან გარემოში არჩევნები, აუცილებელია ყველა პოლიტიკური ძალისთვის ხელმისაწვდომი იყოს მედიასაშუალება და ყველა პოლიტიკური მოთამაშისთვის იყოს თანაბარი სათამაშო ველი შექმნილი", - განაცხადა ამერიკის ელჩმა.