რომის პაპ იოანე პავლე მეორეს დაქორწინებულ ქალთან ჰქონდა ურთიერთობა, - ამის შესახენ "ბიბისი" პაპის პირად მიმოწერებზე დაყრდნობით წერს.
წერილები, რომლებიც პოლონეთში დაბადებულ ამერიკელ ფილოსოფოსს, ანნა-ტერეზა ტიმენეცკას ეძღვნებოდა, პოლონეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში იყო დაცული და მასზე წვდომა ამ დრომდე არავის ჰქონია.
ასობით წერილიდან და ფოტოდან ირკვევა, რომ იოანე პავლე მეორეს (კრაკოვის მაშინდელ არქიეპისკოპოსს) და ამერიკელ ფოლოსოფოსს შორის მეგობრობა 1973 წელს დაიწყო, ვიდრე იოანე პავლე მეორე პაპი გახდებოდა, თუმცა, წერილები არ ამტკიცებს იმას, რომ პაპმა აღთქმა დაარღვია.
როგორც "ბიბისი" წერს, თავდაპირველად პაპსა და ტიმენეცკას შორის მიმოწერები ფორმალური იყო და იგი ფილოსოფიის შესახებ წიგნს ეხებოდა. მოგვიანებით კი წერილები თანდათან უფრო მეგობრული გახდა. იოანე პავლე მეორე 1978 წელს აირჩიეს პაპად, იგი 2005 წელს გარდაიცვალა.