17 თებერვლის ჩათვლით, საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში განუცხადეს, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში 17 თებერვლის ჩათვლით თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 18 თებერვალს კი, საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს. დასავლეთ საქართველოში 17 თებერვლის ჩათვლით ტემპერატურა +16 +21 გრადუსი, აღმოსავლეთ საქართველოში კი, +14 +18 გრადუსი იქნება. სინოპტიკოსები მომდევნო დღეების განმავლობაში თბილისში +17 +18 გრადუსს ვარაუდობენ.
მათივე ინფორმაციით, 19 თებერვლიდან დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა დაიკლებს და +9 +14 გრადუსის ფარგლებში იქნება.