საქართველოსა და ირანს შორის, სავარაუდოდ, პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყება

საქართველოსა და ირანს შორის, სავარაუდოდ, პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში შესულია ირანული ავიაკომპანიის განაცხადი, რომელიც განხილვის პროცესშია.

ქუმსიშვილი იმედოვნებს, რომ როდესაც ირანული ავიაკომპანია თავიანთი საბუთების წარმოდგენას დაასრულებს, შესაძლებელი იქნება გაიცეს პირდაპირ ფრენებზე ნებართვები.

"ეს, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს იმ ტურისტული ნაკადის შემოსვლას, რომელიც ჩვენ ძალიან გვჭირდება. არის დარჩენილი რამდენიმე საბუთი, რომელიც ავიაკომპანიას აქვს შემოსატანი და როგორც კი შემოიტანს, ვფიქრობთ, დაბრკოლება არ იქნება და ძალიან მალე გავცემთ ნებართვას", - განაცხადა ქუმსიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში და აღნიშნა, რომ ფრენების განრიგი აეროპორტთან "ახლა თანხმდება".