ტყიბულში მაღაროელები გაიფიცნენ

ტყიბულში მაღაროელები გაიფიცნენ

ტყიბულში, მინდელისა და ძიძიგურის სახელობის მაღაროებში დასაქმებული 1 000-მდე მაღაროელი გაიფიცა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, მაღაროელები ხელფასის გაზრდას მოითხოვენ.
გაფიცულები აღნიშნული მოთხოვნით ამ წუთებში საპროტესტი აქციას ძიძიგურის სახელობის მაღაროს შესასვლელთან მართავენ. 
მაღაროელებთან ცოტა ხნის წინ ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენელი მივიდა.