ისმეთ ილმაზი - თურქეთი სირიაში ჯარების გაგზავნის საკითხს არ განიხილავს

ისმეთ ილმაზი - თურქეთი სირიაში ჯარების გაგზავნის საკითხს არ განიხილავს

თურქეთი არ განიხილავს სირიაში ჯარების გაგზავნის საკითხს, - ამის შესახებ "როიტერის" ცნობით, თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ისმეთ ილმაზმა განაცხადა. 

მან ასევე უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ანკარამ რამდენიმე დღის წინ მეზობელ ქვეყანაში საკუთარი სამხედროები გააგზავნა. "ეს არ არის მართალი. სირიაში თურქი სამხედროების გაგზავნის საკითხი არ განიხილება", - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა. 

მან ასევე განაცხადა, რომ საუდის არაბეთის ავიაგამანადგურებლების თურქეთის ბაზაზე განთავსების შესახებ გავრცელებული ინფორმაციაც არ შეესაბამება სიმართლეს. 

სირიის მთავრობაში განაცხადეს, რომ თურქი სამხედროები იყვნენ იმ 100 შეიარაღებულ პირს შორის, რომლებიც სირიის დედაქალაქ დამასკოში ამბოხებულების დახმარების მიზნით რამდენიმე დღის წინ შევიდნენ.