მიხეილ სააკაშვილმა მიუნხენის კონფერენციაზე დიმიტრი მედვედევის გამოსვლის დროს დარბაზი დატოვა

მიხეილ სააკაშვილმა მიუნხენის კონფერენციაზე დიმიტრი მედვედევის გამოსვლის დროს დარბაზი დატოვა

ოდესის გუბერნატორმა, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე რუსეთის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის გამოსვლის დროს დარბაზი დატოვა.

ინფორმაციას ამის შესახებ, შესაბამის ფოტოსთან ერთად, გაზეთ "ვედომოსტის" კორესპონდენტი პეტრე კოზლოვი ავრცელებს.

მიუნხენში უსაფრთხოების 52-ე კონფერენცია 12 თებერვალს გაიხსნა. კონფერენციის დღის წესრიგის მთავარი საკითხებია: ევროპის თავდაცვის სისტემის კრიზისი, სირიის ომი, ტერორისტული დაჯგუფებების საქმიანობა და დევნილთა პრობლემები. მიუნხენში, საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობის მისაღებად 30-მდე ქვეყნის მეთაური, 60-ზე მეტი საგარეო საქმეთა მინისტრი და თავდაცვის მინისტრი, ასობით წამყვანი პოლიტიკოსი, ექსპერტი და ჟურნალისტი იმყოფება.