საბერძნეთში დიდი ბრიტანეთის ორი მოქალაქე დააკავეს, რომლებსაც დიდი რაოდენობით იარაღი აღმოაჩნდათ

საბერძნეთში დიდი ბრიტანეთის ორი მოქალაქე დააკავეს, რომლებსაც დიდი რაოდენობით იარაღი აღმოაჩნდათ

საბერძნეთში, თურქეთის საზღვართან დიდი ბრიტანეთის ორი მოქალაქე დააკავეს, რომლებსაც დიდი რაოდენობით საბრძოლო მასა აღმოაჩნდათ.

"ბი-ბი-სის" ინფორმაციით, საბერძნეთის პოლიცია ჯერჯერობით არ აკონკრეტებს, აპირებდნენ თუ არა დაკავებულები თურქეთში გადასვლას.

რამდენადაც ცნობილია, ორივე მათგანი საპორტო ქალაქ ალექსანდრუპოლისში დააკავეს. მათ ავტომანქანაში 18 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი და 20 ათასი ტყვია აღმოჩნდა.

ორივე მათგანი ერაყშია დაბადებული. საქმე ტერორიზმთან ბრძოლის განყოფილებას გადაეცა.

31 იანვარს საბერძნეთში შვედეთის ორი მოქალაქეც დააკავეს, რომლებსაც დიდი რაოდენობით იარაღი აღმოაჩნდათ. ისინი თურქეთში გადასვლას გეგმავდნენ.