დღეიდან საქართველოში თბილ და უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, დღეიდან 16 თებერვლის ჩათვლით, აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რეგიონებში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
მისივე თქმით, დღეს აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 11-16 გრადუსის ფარგლებში, ხოლო შემდეგ დღეებში კი 14-19 გრადუსის ფარგლებში იქნება.
რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, ნიორაძის ინფორმაციით, უმეტეს რეგიონებში სითბოა მოსალოდნელი, ზოგან ნალექი, თუმცა მცირე როდენობით. პაერის ტემპერატურა 15-20 გრადუსის ფარგლებში იქნება.