„საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელი დავით საგანელიძე „ბიზნეს კურიერის“ ეთერში საქართველოს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებს შეეხო. მისი განცხადებით, თქმა რომ „გლობალ ალიანსი“ არის კომპანია, რომლის შესახებაც არავინ იცის და არის გაურკვეველი წარმოშობის, არის დიდი ტყუილი.
სამი თვის წინ, როცა საქართველოში ჩამოსული იყო „გლობალ ალიანსის“ თავმჯდომარე, საფრანგეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ბატონი ბერნარ კუშნერი.
ყველა იყო ბედნიერი და აპლოდისმენტებით შეხვდა იმ ფაქტს, რომ ბერნარ კუშნერისნაირი საზოგადო მოღვაწე, პოლიტიკოსი და, სხვათაშორის, პროფესიით ექიმი, საქართველოში ჩამოვიდა საქართველოს ჯამდაცვის სიტემაში არსებული მდგომარეობის გასაცნობად და დასახმარებლად.