პეტრო პოროშენკო მედვედევს - უკრაინაში სამოქალაქო ომი კი არა, პუტინის აგრესიაა

პეტრო პოროშენკო მედვედევს - უკრაინაში სამოქალაქო ომი კი არა, პუტინის აგრესიაა

უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები "რუსეთის აგრესიაა". ასე უპასუხა პოროშენკომ რუსეთის პრემიერ-მინისტრის, დიმიტრი მედვედევის განცხადებას, რომ უკრაინაში სამოქალაქო ომი მიმდინარეობს.

"უკრაინაში სამოქალაქო ომი კი არა, პუტინის აგრესიაა. ყირიმში სამოქალაქო ომი კი არა, ჯარებია, რომლებმაც ყირიმის ოკუპაცია მოახდინეს", - განაცხადა პოროშენკომ. 

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთთან დიალოგი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ის უკრაინიდან ჯარებს გაიყვანს და სირიაში სამხედრო მოქმედებებს შეწყვეტს. 

პოროშენკომ შეახსენა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მონაწილეებს, რომ საქართველოსა და მოლდოვას წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შემდეგ რუსეთთან დაწყებულმა დიალოგმა ყირიმის დაცვა ვერ შეძლო.