ციხისძირში მყოფ ბიძინა ივანიშვილსა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს შორის მცირე სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბიძინა ივანიშვილის ხეების გადარგვის შეჩერებას სთხოვდნენ და ყოფილ პრემიერ-მინისტრს ურჩევნდნენ, რომ იმ ფინანსებით, რასაც ხეების გადარგვაში ხარჯავდა, ახალი ხეების შემოტანა შეეძლო.
"თქვენ გაქვთ უფლება იყიდეთ, შემოიტანეთ. ბატონო ბიძინა, თქვენ რაც გიჯდებათ გადარგვა, ახალი ხეები შემოიტანეთ", - მიმართეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ივანიშვილს.
"თქვენ არ გაქვთ უფლება მიკარნახოთ სად უნდა გავაკეთო", - ბიძინა ივანიშვილი.
მისი თქმით, იგი აპირებს პირადად დაინტერესდეს კანონიერად ხდება თუ არა ხეების გადარგვა.
"მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ ყველა საბუთი არსებობს, ამიტომ უნდა გადავამოწმო, თუ ყველა შესატყვისი საბუთი არ იქნება, სამუშაოები შეჩერდება", - აცხადებს ივანიშვილი.