ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ციხისძირში იმ ადგილზე მივიდა, სადაც ხეების გადარგვის სამუშაოები მიმდინარეობს.
ადგილზე მყოფმა "ნაციონალური მოძრაობის წევრებმა" ივანიშვილს იმ საბუთების წარმოადგენა მოსთხოვეს, რომელიც ხეების გადარგვის კანონიერებას ადასტურებს.
"დიდი ეჭვი მაქვს, რომ ყველა საბუთი არსებობს. უნდა გადავამოწმო. თუ ყველა შესატყვისი საბუთი არ იქნება, სამუშაოები შეჩერდება" _ განაცხადა ციხისძირში მყოფმა ივანიშვილმა.
მისივე ინფორმაციით ხეები კომპანია "ზიმომ" შეიძინა, რომელთანაც მას პირდაპირი კავშირი აქვს და ხეები მან იყიდა.
ივანიშვილის თქმით, ხეების გადარგვის სამუშაოები დროებით, დოკუმენტაციების გასაჯაროებამდე შეჩერდება.