საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებს არ გეგმავს. ამის შესახებ პრემიერმა "როიტერსისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
"ამ ეტაპზე კაბინეტში ცვლილებები არ იგეგმება, რადგანაც ჩვენს შორის არსებობს თანხმობა სამთავრობო რეფორმების დღის წესრიგის ძირითად სტრატეგიულ საკითხებზე. ასე რომ, თუკი ჩვენს შორის იქნება თანხმობა სტრატეგიულ საკითხებთან დაკავშირებით და თუკი მთავრობა იქნება ეფექტიანი რეფორმების გატარებაში, მოქმედ კაბინეტში არავითარი ცვლილებები არ დაიგეგმება", - აღნიშნა პრემიერმა.