საქართველო არის ერთ-ერთი პატარა ეპიზოდი, რასაც რუსეთი აკეთებს წლების განმავლობაში, - ამის შესახებ ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომელიც მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციას ესწრება.
სააკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას რუსეთის ქმედებებზე ისაუბრა. "რუსეთი ამ დღეებში სირიაში სჩადის ფართომასშტაბიან სამხედრო დანაშაულს. შეუძლებელია ეს ვერ დავინახოთ. რუსეთი ბომბავს უამრავ მშვიდობიან ადამიანს. სანამ იქნება ეს რეჟიმი, იქნება ეს უბედურებები. საქართველო არის ერთ-ერთი პატარა ეპოზოდი იმისა, რასაც რუსეთი აკეთებს წლების განმავლობაში", - განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა.