ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის გენერალური პროკურატურის საგამოძიებო სამმართველომ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება დაიწყო, რომელიც "2008 წლის 12 აგვისტოს საქართველოს მხრიდან სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქეების წინააღმდეგ მრავალრიცხოვანი სამხედრო დანაშაულებების გამო აღიძრა". ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "რესი" ავრცელებს.
"იმის გათვალისწინებით, რომ ამ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება წარმოადგენს განსაკუთრებულ სირთულეს, ძიების სამუშაოებში ჩართულია საგამოძიებო ჯგუფი როგორც სამხრეთ ოსეთის გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ქვედანაყოფიდან, ისე რესპუბლიკის შსს-დან", - განაცხადეს დეფაქტო პროკურატურის პრესსამსახურში.
მათივე ინფორმაციით, ამ დრომდე, საქმეზე გამოძიების წარმოების ფარგლებში დეფაქტო უწყებაში 2850 განაცხადი შევიდა.