ჩვენი გეგმები, დაკავშირებული ნატოსა და ევროკავშირთან, არ უნდა იყოს აღქმული რუსეთის მხრიდან როგორც კონფრონტაციის ნიშანი

ჩვენი გეგმები, დაკავშირებული ნატოსა და ევროკავშირთან, არ უნდა იყოს აღქმული რუსეთის მხრიდან როგორც კონფრონტაციის ნიშანი

ჩვენ ვცდილობთ რუსი პოლიტიკოსებისთვის გზავნილის მიწოდებას, რომ საქართველოს მისწარეფებები ევროკავშირსა და ნატოსთან დაკავშირებით არ არის რუსეთის წინააღმდეგ მიმართული. ვთვლი, რომ სტაბილურობა კავკასიაში და რეგიონში რუსეთის ინტერესებშიც უნდა შედიოდეს. ასე რომ, ჩვენ ვერ ვხედავთ კონფრონტაციის მიზეზს, რომელსაც საფუძვლად შეიძლება ჰქონდეს საქართველოს მისწრაფებები ნატოსთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ათიოდე წელიწადში საქართველოს ეკონომიკა, შემოსავლები და მთლიანი შიდა პროდუქტი სულ მოსახლეზე მიუახლოვდება აღმოსავლეთევროპულ სტანდარტებს. ამისთვის კი ჩვენ, რასაკვირველია,

გვჭირდება მძლავრი რეფორმები, მძლავრი განვითარების დღის წესრიგი, რაც წარმოადგენს ჩვენი მთავრობის დღის წესრიგის ნაწილს. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ განვითარების ოთხპუნქტიანი გეგმა. ბუნებრივია, რომ ნავთობის ფასების დაცემამ უარყოფითი გავლენა იქონია საქართველოზეც, როგორც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით ნავთობის მწარმოებელი ქვეყნებისთვის მიმზიდევლი ქვეყანაზე.

ამის გათვალისწინებით, ეკონომიკის ზრდის ხელშეწყობის ერთადერთი გზა არის განსაკუთრებული ზომების მიღება და განსაკუთრებული რეფორმების, ცვლილებების გატარება. სწორედ ამიტომ წამოვაყენეთ მოგების გადასახადის გაუქმების, გადასახადების ადმინისტრირების გამარტივებისა და ეკონომიკის შემდგომი ლიბერალიზაციის იდეა.

ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ის სარგებელი, რომელსაც გვთავაზობს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა, და მოვიზიდოთ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უფრო დიდი ოდენობა იმ ქვეყნებიდან, რომლებსაც არ აქვთ თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან, და შევთავაზოთ მათ სივრცე წარმოებისთვის, რათა მათ აქ შექმნილი პროდუქცია გაიტანონ ევროპის ბაზარზე. ირანს შეუძლია რეგიონში და მის ეკონომიკაში, ასევე ევროკავშირში, განახლებული დინამიზმის შემოტანა.

ირანთან თანამშრომლობის პერსპექტივები შეიძლება ძალიან საინტერესო იყოს ევროპული ქვეყნებისთვის, განსაკუთრებით კი საქართველოსთვის, რადგანაც ჩვენი ქვეყანა აკავშირებს აზიასა და ევროპას. ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო დისკუსიები, ორი დღის წინ პრეზიდენტ რუჰანისთან ჩემი სატელეფონი საუბრის ჩათვლით, რომლის დროსაც ჩვენ განვიხილეთ ჩვენი თანამშრომლობის პერსპექტივები. ირანთან ჩვენ გვაკავშირებს ხანგრძლივი ურთიერთობების ტრადიცია, პირველ რიგში, კულტურული ურთიერთობები და ტურიზმი, რომლებიც დასაწყისისთვის შეიძლება გახდეს თანამშრომლობის შესანიშნავი მიმართულებები.

ამისთვის ჩვენ განვაახლებთ უვიზო რეჟიმს ირანთან. შედეგად, გაიზრდება ირანელი სტუმრების რიცხვი, ბიზნესმენების ჩათვლით, რომლებიც საქართველოში ჩამოვლენ ბიზნესშესაძლებლობების მოსასინჯად. ირანი მზად არის, განიხილოს თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, ენერგეტიკის ჩათვლით, რაც ძალიან საინტერესო შეიძლება იყოს ევროპისთვის ენერგორესურსების დივერსიფიკაციის კუთხით. საქართველოს ხელსაყრელი მდებარეობა ევროპისა და აზიის გასაყარზე კი მას აძლევს შესაძლებლობას, შესთავაზოს ირანსა და ევროპას თანამშრომლობის პერსპექტივა.

ამ ეტაპზე კაბინეტში ცვლილებები არ იგეგმება, რადგანაც ჩვენ შორის არსებობს თანხმობა სამთავრობო რეფორმების დღის წესრიგის ძირითად სტრატეგიულ საკითხებზე. ასე რომ, თუკი ჩვენ შორის იქნება თანხმობა სტრატეგიულ საკითხებთან დაკავშირებით და თუკი მთავრობა იქნება ეფექტიანი რეფორმების გატარებაში, მოქმედ კაბინეტში არავითარი ცვლილებები არ დაიგეგმება.