თუ მოსამართლეებს არ დავნიშნავდით, დაკითხვის ახალი წესის ამოქმედებას მოუმზადებლები შევხვდებოდით

თუ მოსამართლეებს არ დავნიშნავდით, დაკითხვის ახალი წესის ამოქმედებას მოუმზადებლები შევხვდებოდით

თუ მოსამართლეებს არ დავნიშნავდით დაკითხვის ახალი წესის ამოქმედებას მოუმზადებლები შევხვდებოდით, - ასე უპასუხა პრეზიდენტის მრჩევლებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ, რომლებმაც განაცხადეს, რომ მოსამართლეთა დანიშვნა უნდა შეჩერდეს.

მისივე თქმით, "ყველას თავისი აზრი აქვს".

"ყველას აქვს თავისი აზრი. ჩვენ რომ კონკურსი არ ჩაგვეტარებინა და მოსამართლეები არ დაგვენიშნა, მოწმეთა დაკითხვის ახალ წესს მოუმზადებლები შევხვდებოდით. ვფიქრობ, საბჭომ მიიღო სწორი გადაწყვეტილება და მოახდინა მყისიერი რეაგირება ახალმიღებულ კანონზე", - განაცხადა მურუსიძემ.