ზუგდიდის რაიონის სოფელ ურთადან გაუჩინარებული სამივე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ცხედრებს სოფელ ნარაზენში მიაგნეს.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით არ საუბრობენ.
ზუგდიდის რაიონის სოფელ ურთადან სამი მამაკაცი გუშინ გაუჩინარდა. მოგვიანებით იპოვეს მიკროავტობუსი, რომლითაც დაკარგულები გადაადგილდებოდნენ. ასევე მდინარე უჩაღალში მიაგნეს ერთ-ერთი დაკარგულის მობილურ ტელეფონსაც.