საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა. დღის წესრიგისა და განსახილველი საკითხების შესახებ კომენტარი მღვდელმთავრებს ამ მომენტისთვის არ გაუკეთებიათ.
საპატრიარქოს ტერიტორია რამდენიმე მეუფემ უკომენტაროდ უკვე დატოვა. უცნობია როდის გახდება წმინდა სინოდის სხდომის განჩინება საზოგადოებისთვის ცნობილი. საპატრიარქოსგან ამის შესახებ განცხადება ჯერ არ გაკეთებულა.
წინასწარი ინფორმაციით, სხდომაზე, 16-27 ივნისს კუნძულ კრეტაზე გასამართი მართლმადიდებელი ეკლესიების წმინდა და დიდი კრების დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.