თეგეტა მოტორსის ფინანსური დირექტორი ზვიად ჩაჩანიძე საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს დადებითად აფასებს. მისი განცხადებით მოგების გადასახადის გადავადებასთან დაკავშირებით ძალიან კარგი ინიციატივაა.
„მოგების გადასახადის გადავადებასთან დაკავშირებით ძალიან კარგი ინიციატივა არის, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნენსისთვის. ამ სფეროს წარმომადგენლები ამ რესურსს თავიანთ ბიზნესის განვითარებისთვის გამოიყნებენ. მნიშვნელოვნად მარტივდება ადმინისტრირების ნაწილი, რომელიც ხშირ შემთხვევაში პრობლემა იყო. მოკლე ვადაშე ბიუჯეტი დაახლოებით 500 მილიონამდე იზარალებს, მაგრამ საშუალო და გრძელ ვადაში, ეს ინიციატივა ეკონომიკას მნიშვნელოვან პლიუსს მისცემს და საბოლოო ჯამში ბიუჯეტიც მოგებული დარჩება.“-განაცხადა ზვიად ჩაჩანიძემ.