სამინისტრომ სახელმწიფოს თანხა მაგისტრალის შესაძენად მოსთხოვა, საბოლოოდ კი, ოპტიკურ-ბოჭკოვან მაგისტრალში წვერები შეიძინა

სამინისტრომ სახელმწიფოს თანხა მაგისტრალის შესაძენად მოსთხოვა, საბოლოოდ კი, ოპტიკურ-ბოჭკოვან მაგისტრალში წვერები შეიძინა

თავდაცვის სამინისტროს მხრიდან სახელმწიფოს მიმართ თანხა იყო მოთხოვნილი ოპტიკის შესაძენად. კერძოდ, უძრავი ქონების, ანუ მაგისტრალის შესაძენად. საბოლოოდ კი სამინისტრომ შეიძინა ოპტიკურ-ბოჭკოვან მაგისტრალში წვერები, - ამის შესახებ ე.წ. კაბელების საქმის პროკურორმა ნინო აღლემაშვილმა განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ დაცვის მხარე ე.წ. კაბელების საქმეში, როდესაც "დელტაკომის" მომსახურებაზე შედარებებს აკეთებს, სხვადასხვა სახის მომსახურებებზე საუბრობს. '

პროკურორის თქმით, მოწმემ თქვა, რომ იცის ფასი, თუ რა თანხას უწევს მომსახურებას კომპანია "დელტაკომი" შს სამინისტროს, თუმცა მას არ აქვს ინფორმაცია, რა მომსახურებაზეა საუბარი.

"როდესაც ერთი ხელშეკრულების პირობებს ვადარებთ მეორეს ფასს, არ არის სწორი ფასთა მხედველობაში მიღება. სხვადასხვა მომსახურებას უწევენ "დელტაკომი" შს სამინისტროს და "სილქნეტი" თავდაცდაცვის სამინისტროს. დღეს დაიკითხება "დელტაკომის" წარმომადგენელი, რომელიც ისაუბრებს იმ მომსახურებაზე, რასაც შსს-ს უწევს", - განაცხადა ნინო აღლემაშვილმა.

ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ, რამდენად შეესაბამება სიმართლეს ბატიაშვილის ჩვენება, რომ თავდაცვის სამინისტრომ "სილქნეტთან" ხელშეკრულების გაფორმების თანხები დაზოგა, პროკურორმა აღნიშნა, რომ ეს არის მოწმის სურვილი და მისი განცხადება დოკუმენტებით არ დასტურდება.

"თავდაცვის სამინისტროს არ გააჩნია ოფიციალური დოკუმენტი რა ფასად მიიღებდა იგივე მომსახურებას სხვა კომპანიისგან", - განაცხადა ნინო აღლემაშვილმა.

მისი თქმით, ცალკე გამოყოფილ საქმეზე ძიება გრძელდება და არ არის გამორიცხული ნებისმიერი პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. ე.წ. კაბელების საქმეზე კი როგორც პროკურორმა განმარტა, ბრალდებულები არიან პირები, რომელთა დანაშაულიც იკვეთება პროკურატურის ხელთ არსებული დოკუმენტებით.