აუდიტორი ელენე დოლიძე საგადასახადო კოდექსში პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მომზადებულ ცვლილბებს დადებითად აფასებს და ფიქრობს, რომ საქართველოს ეკონომიკაზე მნიშვნელოვნად აისახება. მისი თქმით, აუცილებელია ჩვენს ქვეყანაში მისი დანერგვა სწორად მოხდეს და იმედოვნებს, რომ საკითხი პოზიტიურად გადაიჭრება.
„ამ მოდელის კოპირება ესტონეთიდან ხდება. თითქმის ერთი-ერთშია გადმოტანილი და თუ გავითვალისწინებთ, რომ ესტონეთში გაამართლა და ორი წლის შემდეგ საკმაოდ მაღალი ეკონომიური მაჩვენებელი დააფიქსირა, სავარაუდოდ, საქართველოშიც გაამართლებს. აუცილებელია მისი დანერგვა სწორად მოხდეს და ამ მოდელით შემოთავაზებული ყველა დეტალი გათვალისწინებული იყოს. თუ ეს საკითხები დადებითად და პოზიტიურად გადაიჭრა, ისე რომ არც ბიზნესმა იზარალა ამ კუთხით და არც სახელმწიფომ ვიტყვი რომ ეს მოდელი საქართველოში გაამართლებს.“-განაცხადა ელენე დოლიძემ.