ბაქო-თბილისი-ყარსის საქართველო-აზერბაიჯანის მონაკვეთის პროექტის ღირებულება შესაძლოა გაიზარდოს

ბაქო-თბილისი-ყარსის საქართველო-აზერბაიჯანის მონაკვეთის პროექტის ღირებულება შესაძლოა გაიზარდოს

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრ, ზია მამედოვის განცხადებით, ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის საქართველო-აზერბაიჯანის მონაკვეთის პროექტის ღირებულება შესაძლოა გაიზარდოს.

როგორც მამედოვმა დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ასევე თურქეთის ტრანსპორტის მინისტრთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პროექტის ღირებულება ამ ეტაპზე 775 მილიონი დოლარია.

"საერთოდ ნებისმიერ პროექტში ფასები თამაშობს, რადგან თავდაპირველად შემუშავებულია ხოლმე პროექტი, ხოლო შემდეგ გარკვეული ანალიზის შემდეგ ოფიციალური ფასი დგინდება. პროექტისთვის პირველი ტრანშის დროს გამოიყო 200 მილიონი დოლარი, ხოლო მეორე ტრანშის დროს მას დაემატა 575 მილიონი დოლარი და მისი საერთო ღირებულება გახდა 775 მილიონი დოლარი. წლევანდელი წლის ბიუჯეტი არის 150-170 მილიონის ფარგლებში, ხოლო ბიუჯეტი შეიძლება გაიზარდოს, გამომდინარე მსოფლიოში მიმდინარე ფინანსური პრობლემებთან დაკავშირებით", - განაცხადა მამედოვმა.

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა პროექტის ღირებულებასთან დაკავშირებით მამედოვის განცხადება დაადასტურა.