სახალხო დამცველის აპარატი

სახალხო დამცველის აპარატი "მაესტროს" გარშემო მიმდინარე მოვლენებს აკვირდება

მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანია, "მაესტროს" ჟურნალისტებმა მუშაობა გააგრძელონ და სარედაქციო დამოუკიდებლობა უზრუნველყოფილი იყოს, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას დღეს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა გააკეთა.

ნანუაშვილის ინფორმაციით, სახალხო დამცველის აპარატი "მაესტროს" გარშემო მიმდინარე მოვლენებს აკვირდება.

"ჩვენ, ზოგადად, "მაესტროს" გარშემო მიმდინარე მოვლენებს ვაკვირდებით. მთავარი და ყველაზე მნივნელოვანი არის ის, რომ ჟურნალისტებმა მუშაობა გააგრძელონ და სარედაქციო დამოუკიდებლობა იყოს უზრუნველყოფილი. დანარჩენი, ვფიქრობ, რომ სასამართლო დარბაზებში ძალიან მალე გამოჩნდება. ყველაზე მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ საზოგადოებას ყველა კითხვაზე ჰქონდეს პასუხი - რა ხდება ამ პროცესების უკან. ვფიქრობ, ამ მხრივ მნიშვნელოვანი არის ის, რომ ყველაფერი კანონის ჩარჩოებში წარიმართოს", - აცხადებს უჩა ნანუაშვილი.