არანაირი დანაშაული არ იკვეთება და "სილქნეტთან" გაფორმებული ხელშეკრულება ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ ირაკლი ალასანიას თავდაცვის მინისტრობის დროს მისმა მოადგილემ ალექსი ბატიაშვილმა საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა.
ბატიაშვილი დღეს ე.წ. კაბელების საქმეზე ჩვენებას მისცემს ბრალდების მხარის მოწმის სტატუსით.
როგორც მან აღნიშნა, დღესვე სასამართლოში იტყვის, რომ ხელშეკრულება, რომელიც "სილქნეტთან" გაფორმდა ფინანსურად მომგებიანია.
"არანაირი დანაშაული არ იკვეთება. ეს ხელშეკრულება არის ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის, უსაფრთოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და შეიძლება ითქვას ფინანსურად ძალიან მომგებიანი. ამის თქმას ვაპირებ სასამართლოს პროცესზე", - განაცხადა ალექსი ბატიაშვილმა.
დამატებით დეტალებზე როგორც მან აღნიშნა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვის დროს ისაუბრებს.
ე.წ. კაბელების საქმეზე სხდომას დაესწრებიან თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია, ასევე "თავისუფალი დემოკრატების" სხვა ლიდერები, რომლებიც სასამართლოში უკვე მივიდნენ.